როკ_მუსიკა
როკ მუსიკა პოპულარული მუსიკის ფორმაა წინ წამოწეული ვოკალური მელოდიით, რასაც აკომპანიმენტად გიტარა, დრამი, და ბასი სდევს. როკ მუსიკის მრავალი სტილი კლავიშის მრავალ სახეობასაც იყენებს, როგორიცაა ორგანი, პიანინო, ან სინთეზატორი. როკ მუსიკას ჩვეულებრივ ძლიერი ბიტი აქვს ფონად , და ხშირადაა აწყობილი გიტარის (აკუსტიკური ან ელეკტრონული) მელოდიებზე. მაღალ ქარიზმატულ შემსრულებლებს ხშირად "როკ ენდ როლის ღმერთებს" ეძახიან.
როკ მუსიკის ფესვები მოდის 1940–1950–იანი წლების როკ ენ როლისა და როკებილისაგან,რომელიც განვითარდა ბლუზისა და ქანთრისაგან. გვიან 1960–იან წლებში, როკ მუსიკა შეერია ფოლკლორს და და გარდაიქმნა ფოლკ როკად, ბლუზთან შერწყმით ჩამოყალიბდა ბლუზ როკი, ჯაზთან კი – ჯაზ როკი(ჯაზისა და როკის შენადნობი, fusion) და ფსიქოდელიური როკი. 1970–იან წლებში როკმა გააერთიანა სოული, ფანქი(funk) და ლათინური მუსიკა. ასევე 1970–იან წლებში როკი განვითარდა უამრავ სუბჟანრად, როგორიცაა სოფთ როკი, მძიმე მეტალი, მძიმე როკი, პროგრესული როკი და პანკ როკი. როკის სუბჟანრები, რომლებმაც თავი იჩინეს 1980–იან წლებში, მოიცავდნენ სინტპოპს, ჰარდქოურ პანკს და ალტერნატიულ როკს. 1990–იან წლებში წარმოშობილი როკის სუბჟანრები აერთიანებდნენ გრანჯს (grunge) ბრიტანულ სლენგზე ნიშნავს ჭუჭყიანს), ბრიტპოპს, ინდი როკს და ნუ მეტალს (nu metal)
No comments:
Post a Comment